მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ სომხეთს ციფრული ტრანსფორმაციისთვის $5 მლნ-ით დაეხმარება

სამანტა პაუერი

აშშ სომხეთს ციფრული ტრანსფორმაციისთვის 5 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ USAID-ის ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების მინისტრ მხითარ ჰაირაპეტიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ცნობისთვის, პაუერი სომხეთში გუშინ ჩავიდა.

„მოხარული ვარ, რომ სომხეთში შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს ეხმარება მართვის მოწმობის, დაბადების და გარდაცვალების მოწმობების აღებაში. სახელმწიფო სერვისების გაციფრულება მოითხოვს უსაფრთხოებას და სანდო ციფრულ სისტემებს, რომელიც კიბერთავდასხმებს გაუძლებს და მკაფიო რეგულაციებით იქნება დარეგულირებული“, - განაცხადა სამანტა პაუერმა.

მისივე თქმით, სომხეთს $5-მილიონიანი მხარდაჭერა დაეხმარება ციფრული ტრანსფორმაციის გაძლიერებაში.

„ეს შექმნის მთავრობისთვის საფუძველს, რათა მან გამოიყენოს ინფორმაცია მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები