მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ სომხეთში სასაზღვრო პატრულირების ჯგუფის განთავსებას გეგმავს - ბლინკენი

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთში სასაზღვრო პატრულის ჯგუფის განთავსებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებისას განაცხადა. წერს Trend-ი.

„ჩვენ სომხეთთან უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზეც ვმუშაობთ, კერძოდ მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას საკუთარ ტერიტორიებზე დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში. მომავალ თვეში, უახლოეს კვირაში, სასაზღვრო და საბაჟო პატრულირების ჩვენი ჯგუფი სომხეთში გაემგზავრება, რათა სომეხ კოლეგებთან ერთად სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში შესაძლებლობების ზრდაზე, უსაფრთხოებასა და ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და სომხეთის სამშვიდობო შესაძლებლობების ამაღლებაზე იმუშაონ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები