მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-თან სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში ვართ - პაპუაშვილი

პაპუაშვილი პარლამენტი

ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში," - ეს "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"ნებისმიერ ურთიერთობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეროვნული ინტერესების პრიზმაში - პირველ რიგში, ვხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მთავარ ეროვნულ ამოცანებს, რომელიც გვაქვს ორი - ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ამ ორი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, ინტერაქცია სხვებთან.

როცა ვსაუბრობთ აშშ-ზე, იმ ქვეყანაზე, რომელთაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით და ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა ამ ომს, რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი მოლოდინი გვაქვს, როდესაც ასეთი წვლილი გვაქვს შეტანილი ჩვენს პარტნიორობაში, რომ ამ წვლილს ადეკვატური პასუხი ექნება. ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში," - თქვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები