მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინას $2 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

63dd5e816f68f
ალა ისპირიანი
04.02.23 00:15
792
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, გენერალი პატრიკ რაიდერის ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინისთვის $2.175 მილიარდის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა.

მისი თქმით, პაკეტში შედის მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების GLSDB ჭურვებიც.

ამას გარდა, აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ითვალისწინებს Javelin-ის 250 ერთეულს, 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნების 120 მმ კალიბრის ნაღმებს და 190 მძიმე ტყვიამფრქვევს.

დახმარების დღევანდელი პაკეტი საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სისტემებს შეიცავს, რომლებიც დაეხმარება უკრაინას თავისი ხალხი დაიცვას, ასევე დაჯავშნილი მანქანები და დამატებითი აღჭურვილობა, მათ შორის Javelin ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, საარტილერიო საბრძოლო მასალა და რაკეტები HIMARS სისტემებისთვის”, - თქვა რაიდერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები