მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ უკრაინას დამატებით $400 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს - ჯამურად, რამდენი მილიარდით დაეხმარა აშშ უკრაინას?

637e777299e43
ალა ისპირიანი
23.11.22 23:40
620
აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დახმარება ითვალისწინებს შეიარაღებას, საბრძოლო მასალებსა და საჰაერო თავდაცვითი სისტემების აღჭურვილობას.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით აშშ-ის ჯამური დახმარება უკრაინისთვის დაახლოებით 19,7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

„განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას,მანამ საჭიროა, რათა მან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს და როდესაც ამის დრო დადგება, მოლაპარაკების მაგიდასთან ძლიერი პოზიციით იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები