მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად დამატებით $500 მილიონს გამოყოფს

უკრაინა

შეერთებული შტატები უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo ავრცელებს.

"შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო $520 მილიონზე მეტი უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. ვიცით, რომ კიდევ $500 მილიონი გზაშია. ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად, ზამთარი და ზამთრის სიცივე გამოეყენებინა იარაღად, დარწმუნებული ვარ, ის მარცხს განიცდის", - აღნიშნა ჯეფრი პიატმა

მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობასთან მუშაობს, რათა დეცენტრალიზებული ენერგეტიკული სისტემა განავითარონ, რომელიც ევროპასთან სრულად იქნება ინტეგრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები