CNN რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინის დასახმარებლად 800 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს.
CNN-ის ცნობითვე, ამ დროისთვის დახმარების დეტალები უცნობია, რადგან მსჯელობა გრძელდება და გარკვეული ცვლილებები შეიძლება კიდევ იყოს, თუმცა პრეზიდენტ ჯონ ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში უფრო მეტ არტილერიას გაგზავნიან. ახალი პაკეტი უახლოეს დღეებში დამტკიცდება.
ბაიდენის ადმინისტრაციამ 800 მლნ-ის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი რამდენიმე დღის წინ უკვე მიიღო. დახმარება მოიცავდა საარტილერო სისტემას, მათ შორის ნაღმტყორცნებს, სტინგერის საზენიტო-სარაკეტო სისტემას; ჯეველინებსა და სხვადასხვა სახის იარაღს. პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება, ჯამში, 3.4 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.




























