მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ vs Google - იუსტიციის დეპარტამენტი ტექნოლოგიურ გიგანტს სასამართლოში უჩივის

63d0e6c054346
გიორგი თოლორდავა
25.01.23 12:28
719
სტატიაში საუბარია:
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი და ქვეყნის რვა შტატის პროკურატურა Google-ს სასამართლოში უჩივის. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის წინააღმდეგ აღძრული ყველაზე მასშტაბური საქმეა და მოსალოდნელია, რომ სასამართლო დავა რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

გენერალური პროკურორი ტექნოლოგიურ გიგანტს მონოპოლიურ საქმიანობაში და კონკურენციის არასამართლიანი პრაქტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს.

კოლექტიურ სარჩელს მხარს უჭერს კალიფორნია, კოლორადო, ნიუ-იორკი, კონექტიკუტი, ტენესი, ვირჯინია, ნიუ-ჯერსი და როდ-აილენდი.

მოსარჩელეების მტკიცებით, Google-ი 15 წლის განმავლობაში აქტიურად არღვევდა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, კერძოდ, ის საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებით ბოროტად სარგებლობდა და კონკურენტებს საწყის ეტაპზევე ყიდულობდა; უკვე არსებულ მსხვილ კონკურენტებს ის საძიებო სისტემაში პრიორიტეტს არ ანიჭებდა; მომხმარებლის პირად მონაცემებს კი მონეტიზაციის მიზნით ნებადართულზე უფრო მეტად იყენებდა.

იუსტიციის დეპარტამენტი Google-ის მხრიდან ანტიკონკურენტული პრაქტიკის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ჯარიმის გადახდას და მისი ბიზნესების განცალკევებას მოითხოვს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.


 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები