მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ WeChat-სა და TikTok-ს 20 სექტემბრიდან აკრძალავს

5f64ae5b74dad
ნათია თაქთაქიშვილი
18.09.20 19:00
1042
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულების საფუძველზე, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტი აპირებს, WeChat-თან და TikTok-თან წვდომა 20 სექტემბრიდან აკრძალოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მომხმარებელი ვეღარ შეძლებს WeChat-ის და TikTok-ის აპლიკაციების ჩამოტვირთვას, ამსათანავე უკანონო ქმედებად ჩაითვლება უკვე ჩამოტვირთული WeChat-ის აპლიკაციის გამოყენება. რაც შეეხება TikTok-ს, აღნიშნული აპლიკაციით სარგებლობა 12 ნოემბრიდან აიკრძალება.

„ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყველაფერს იღონებს, აშშ-ის მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცვად ჩინური კომუნისტური პარტიის მუქარისგან“, - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა უილბორ როსმა.

აშშ-ის ვაჭრობის მდივნის განცხადებით, აშშ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რათა ჩინეთს არ ჰქონოდა წვდომა ამერიკელი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციაზე.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა TikTok-ს აშშ-ში ყველა აქტივის გასაყიდად ვადა 15 სექტემბრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში სერვისის ბლოკირებით იმუქრებოდა. 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ TikTok-ის მფლობელმა ByteDance-მა კომპანია Oracle-თან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, მაგრამ ამ გარიგებამ აპლიკაცია ტრამპის რეგულაციებისგან ვერ დაიცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები