მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს - Washington Post

64b7d0de7435c
მარიამ ვარადაშვილი
19.07.23 16:55
479

ამერიკული გამოცემა Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს.

კერძოდ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს ეკონომიკური ზომების გატარებას იმისთვის, რომ ყირგიზეთზე ზეწოლა მოახდინოს და დაარწმუნოს, რუსეთთან კონკრეტული პროდუქციით ვაჭრობის შეჩერებაში.

საუბარია ზომებზე, რომელიც მოიცავს იმ კომპანიების შავ სიაში შეყვანას, რომლებსაც ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან იმპორტირებული პროდუქცია რუსეთში ექსპორტზე გაქვთ. Washington Post-ის წყაროების თანახმად, სანქციები ან შავ სიაში შეყვანის გადაწყვეტილება შესაძლოა მიმდინარე კვირაშიც იქნას მიღებული.

გამოცემის ცნობითვე, 2022 წელს ყირგიზეთის რუსეთში ექსპორტი რეკორდული იყო და წლიური ზრდა 250%-ს შეადგენდა. ამას გარდა, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთში შედის ზოგიერთი ისეთი სამხედრო დანიშნულების პროდუქცია, რისი ექსპორტიც ომამდე არ განხორცილებულა.

Washington Post-ის თანახმად, გასულ თვეებში, ყირგიზეთში შესამჩნევად გაიზარდა იმპორტ-ექსპორტიორი კომპანიები, რომლებიც ძირითადად რუსეთში საქმიანობენ. კომპანიები ნახულობენ სარგებელს იმ პროდუქტების გადატანით, რომლებიც ევროპული და ჩინური წარმოებისაა და სანქცირებული ნივთების სიაშია, როგორიცაა დრონები, თვითმფრინავების ნაწილები, ბომბების ნაწილები და სხვა. წყარო გამოცემას ეუბნება, რომ ეს საქონელი საჰაერო და სახმელეთო გზებით რუსეთში გადადის.

ვაშინგტონში ყირგიზეთის საელჩომ საპასუხო კომენტარში განცხადა, რომ ქვეყნის ლიდერები მზად არიან, დაიცვან საერთაშორისო რეგულაციები და შეაჩერონ უკანონო ვაჭრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები