აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ბენ კარდინი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირების საჭიროებაზე საუბრობს.
"უკრაინის ბრძოლა ასევე არის ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის ბრძოლა. ამ მამაცმა ერებმა დემოკრატიის მიმართ თავიანთი სურვილი და ადამიანის უფლებების პატივისცემა ცხადი გახადეს. უნდა უარვყოთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ცრუ არჩევნები და არ მივცეთ ლეგიტიმაცია, რომელსაც ის ეძებს.
ასევე, გვერდში უნდა დავუდგეთ ქართველებს, რომლებიც "ქართული ოცნების" ძალადობრივი ზეწოლის წინააღმდეგ კონსტიტუციაში ასახულ თავიანთ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს იცავენ. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც აწყობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მძიმე დარტყმას მიიტანს, როგორებიცაა ფინანსური სანქციები. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ჩვენს საერთო სულისკვეთებაში ამაყად ვაცხადებთ: დიდება უკრაინას, დღეგრძელი იყავი ბელარუსო და საქართველოს ადგილი ევროპაშია", - ნათქვამია განცხადებაში.
კარდინის გარდა, განცხადებას ხელს აწერენ ესტონეთის, იტალიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ესპანეთის და უკრაინის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები ან/და მათი მოადგილეები.