მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად, EU-ს ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებები სჭირდება - ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს სავაჭრო შეთანხმებები ისეთ ქვეყნებთან როგორიც მაგალითად ინდოეთია. მიზეზი აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირებაა, რადგან ამერიკის ტარიფები ბლოკის ქვეყნებს უბიძგებთ ვაჭრობის დივერსიფიცირების გზები ეძიონ.

"მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკასთან, მალაიზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვებთან", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

აშშ კავშირისგან ითხოვს ჩინეთსა და ინდოეთს, რომლებიც რუსული ნავთობის მთავარი იმპორტიორები არიან, 100%-იანი ტარიფები დაუწესონ და რუსეთისგან საწვავის ყიდვა შეწყვიტონ. ეს საკმაოდ რთული საკითხებია ევროპისთვის, რომლისთვისაც ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო რუსულ ნავთობს ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი კვლავ მოიხმარენ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთი ზომები მიიყვანს ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან. კერძოდ, True Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ "მნიშვნელოვანი" სანქციებისთვის მზად არის თუ ევროპული ქვეყნები ამ პირობებს შეასრულებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები