მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასიათასობით ემიგრანტიდან საკონსულო აღრიცხვაზე მხოლოდ 34 ათასი მოქალაქეა

63207434e1f85
შოთა ტყეშელაშვილი
13.09.22 17:40
1693
ემიგრაცია საქართველოსთვის ერთ-ერთი წამყვანი სოციალური საკითხია. აქამდე არ არსებობს ერთიანი დაზუსტებული ინფორმაცია თუ რეალურად რამდენი მოქალაქე იმყოფება ამჟამად უცხოეთში. მოქალაქეთა გადინებას გავლენა აქვს საარჩევნო პროცესზეც, რადგანაც ემიგრანტების უდიდესი ნაწილი არაა საკონსულო აღრიცხვაზე, შესაბამისად არ აძლევს ხმას.

საკითხთან დაკავშირებით ცესკოს სადეპუტატო კითხვით მიმართა პარლამენტარმა ლევან ბეჟაშვილმა. უწყების პასუხიდან ირკვევა, რომ უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე ამჟამად 33,751 ადამიანი იმყოფება.

ცესკოს ინფორმაციითვე, უცხოეთში ამ ადამიანების გარდა, საქართველოს კიდევ 156,047 მოქალაქეც იმყოფება, თუმცა ისინი საკონსულო აღციხვაზე არ არიან.

დასახელებული 156,047 ადამიანის გარდა უცხოეთში საქართველოს კიდევ ათიათასობით ადამიანი იმყოფება, თუმცა მათ შესახებ ცესკოს ინფორმაცია არ გააჩნია.

რაც შეეხება ემიგრაცია-იმიგრაციის სტატისტიკას, საქსტატის მონაცემებით, უკანასკნელ წლებში ძირითადად უარყოფითი მიგრაციული სალდოა. მაგალითად, 2021 წელს საქართველო 180 დღეზე მეტი პერიოდით დატოვა (ანუ სტატისტიკაში ემიგრანტად აღირიცხა) 80,351-მა მოქალაქემ. სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის მინუს 25,966 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები