ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა AstraZeneca-მ და ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დალისტუმა CSPC Pharmaceutical Group-მა $1.92-მილიარდიანი ექსკლუზიური სალიცენზიო ხელშეკრულება გააფორმეს, რაც ბრიტანულ-შვედური კომპანიის კარდიოვასკულური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პორტფელს გაზრდის. როგორც AstraZeneca-ში ამბობენ, გარიგების თანახმად ჩინეთში ბაზირებული კომპანია ლიპოპროტეინის ახალ მოლეკულას შექმნის, რომლის მიზანი პაციენტების სისხლში ე.წ. “ცუდი” ქოლესტერინის დონის შემცირება იქნება.
გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კარდიოვასკულური დაავადებები სიკვდილიანობის უმთავრესი გამომწვევად მიიჩნევა, რადგან ამ ჯგუფში შემავალი სხვადასხვა დაავადება მსოფლიოში მცხოვრებ 550 მილიონამდე ადამიანს აწუხებს. კორონარული არტერიის დაავადებისგან, გულის შეტევისგან, ჩაქცევისგან, ჰიპერტენზიისგან და სხვა მსგავსი დაავადებებისგან ყოველწლიურად 18 მილიონამდე ადამიანი კვდება, რაც გლობალური სიკვდილიანობის დაახლოებით მესამედ შეადგენს. გაცილებით მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა აქვთ - ეს პრობლემა გლობალურად 1.4 მილიარდ ადამიანს აწუხებს.
ამგვარად, AstraZeneca-სა და CSPC-ის შორის გაფორმებული ხელშეკრულება საინტერესო არის კომერციულადაც. ბრიტანულ-შვედური AstraZeneca, როგორც იცით, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფარმაკოლოგიური კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $240 მილიარდ დოლარს აღემატება. საპირწონედ ამისა, ჩინური CSPC-ის ღირებულება $78 მილიარდს შეადგენს.