მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ატენის ტერასები“ ახალი საწარმოს აშენებას გეგმავს - ინვესტიცია $0,5 მლნ-ია

ატენი

მიმდინარე წელს, მეღვინეობა „ატენის ტერასები“ ახალი საწარმოს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის ღვინის ტექნოლოგმა, ილია ტერმაკოზაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ 2010 წელს ატენის ხეობაში, 20 ჰა-მდე ბიო ვენახების გაშენება დაიწყო. ვაზის გაშენება ეტაპობრივად მიმდინარეობდა და ამჟამად მეღვინეობაში გორული მწვანე, ჩინებული, შავკაპიტო, დანახარული, მუხამწვანე, თავკვერი და საფერავის ჯიშის ყურძენი გადამუშავდება..

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობაში ვაზს 5 წელი ნაყოფს არ ასხმევინებენ, რათა ნაყოფი შესაბამისად გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს.

„ამ ეტაპზე, ჯამში 20-30 ტონამდე ბიო ყურძენს გადავამუშავებთ, რაც ყოველწლიურად იზრდება და წელიწადში 10000-20000 ბოთლ ღვინოს ვასხამთ, რომელიც ბიოსერტიფიცირებულია.

ჩვენი ღვინოები მაღალი სეგმენტის ჰორეკა სექტორსა და მაღაზიებში იყიდება. ღვინის ღირებულება მაღაზიებში დაახლოებით, 50-60 ლარამდე, ხოლო რესტორნებში 100-120 ლარია. რაც შეეხება ექსპორტს, ამ ეტაპზე ღვინო საერთაშორისო ბაზრებზე არ არის წარმოდგენილი და მოლაპარაკებებიც რომელიმე ბაზართან არ მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ღვინოს კლასიკური მეთოდით ვაყენებთ, მაგრამ წელს საწარმოს აშენებას ვგეგმავთ. მშენებლობა ამ ზაფხულს დაიწყება და ინვესტიცია დაახლოებით 500 000 დოლარს შეადგენს. ახალი ქარხანა დაახლოებით 400 კვ.მ-ზე უნდა აშენდეს, რომელიც 300 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებს. აქედან 90% ადგილობრივი ჯიშის ვენახებიდან იქნება. ქარხნის აშენების შემდეგ დაახლოებით 10-15 ადამიანის დასაქმება იგეგმება. თუმცა ეს ყველაფერი 10-წლიანი გეგმაა ,“ - აცხადებს ტერმაკოზაშვილი.

მისივე ცნობით, მეღვინეობაში ორი ტერასა აქვთ. ერთი ტერასის ქვეშ ახალი ქარხანა განთავსდება, სადაც ტურისტების მიღება, მარანში ექსკურსიის ჩატარება და სხვა აქტივობები იგეგმება. ხოლო მეორე ტერასის ქვეშ, სასტუმრო უნდა განთავსდეს, რომლის მშენებლობაც მომავალ წელსაა დაგეგმილი, მაგრამ სხვა დეტალები ამჟამად არ საჯაროვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები