მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს - ანალენა ბერბოკი

გერმანია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მან ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, რომ "ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს" და თბილისში გამართული საპროტესტო აქციების ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც "რუსული კანონის" მოწინააღმდეგე საზოგადოებაა ასახული.

"რამდენიმე კვირაა, საქართველოში ათიათასობით ადამიანი თავიანთი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: სტუდენტები, მშობლები, ბებია-ბაბუა შვილიშვილებთან ერთად.ისინი აპროტესტებენ მთავრობის მიერ ინიციირებულ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა, რომელთა ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება.

კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს. ის თბილისის ქუჩებში ამ დემოკრატიულმა, ცოცხალმა და კრიტიკულმა სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიტანა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. და ხელისუფლების გადასაწყვეტია ამ ხმის მოსმენა", - წერ ბერბოკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები