მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატმის ექსპორტი შემცირდა - 6 თვეში ქვეყნიდან ექსპორტზე სულ 702 ტონა ატამი გავიდა

62e68a576b4d5
ვიქტორია მღებრიშვილი
31.07.22 20:00
1138
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ატმის ექსპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ოფიციალური სტატისტიკით იანვარ-ივნისში ქვეყნიდან ექსპორტზე სულ 687 ათასი დოლარის ღირებულების 702 ტონა ატამი გავიდა.

უნდა აღნიშნოს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ატმის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 3 მლნ დოლარს აჭარბებდა, საქონლის მოცულობა კი 3 608 ტონა იყო. შესაბამისად ატმის და ნექტარინების ექსპორტის კლებამ 78%-ი შეადგინა.

სარეალიზაციო ბაზრების მიხედვით, ქართული ატამი თითქმის სრულად მეზობელ ქვეყნებში იყიდება. მთავარი საექსპორტო ქვეყანა კი რუსეთია. 2022 წლის იანვარ-ივნისში მოცულობის მიხედვით ატამი შემდეგ ქვეყნებში გავიდა:

1. რუსეთი - 538 ათასი დოლარი, 466 ტონა;
2. სომხეთი - 128 ათასი დოლარი, 187 ტონა;
3. აზერბაიჯანი - 14 ათასი დოლარი, 29 ტონა;
4. სლოვენია - 6 ათასი დოლარი, 19 ტონა.

აღსანიშნია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ამავე პერიოდში მთავარი საექსპორტო ბაზრები რუსეთი (2 148 ტონა) და სომხეთი (1 252 ტონა) იყო. მცირე მოცულობით ატამი კი ბელარუსში, უკრაინასა და აზერბაიჯანში გაგვქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები