მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსების კომპონენტში მიკრობანკები ჩაერთვებიან

მიკრობანკები

მიკრობანკები „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში თანადაფინანსების კომპონენტში ჩაერთვებიან. შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდა საკრედიტო-საგარანტიო დაფინანსების სქემის შესახებ დადგენილებაში.

„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი, რომელთანაც, ამ პროგრამის ფარგლებში, პროგრამის 1231-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება. ამ პროგრამის ფარგლებში და პროგრამის მიზნებისათვის, აღნიშნული ტერმინი შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც ბანკი/კომერციული ბანკი. მიკრობანკი პროგრამაში მონაწილეობს მხოლოდ თანადაფინანსების მიმართულებით“, - წერია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში.

ამასთან, დადგენილებაში დაზუსტდა ტერმინი საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ და ჩანაწერი ასეთია: მეწარმე სუბიექტია ყველა პროგრამის მიზნებისათვის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, გარდა: სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები