მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი - აშშ-ის საექსპორტო ბაზარი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

64a4012fc2d1a
BM.GE
04.07.23 15:29
470
სტატიაში საუბარია:
ამერიკის საექსპორტო ბაზარი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით, 20-მდე ქართულ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქტი ამერიკული ბაზრისთვის გაეცნო, - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ნიუ იორკში საკვები და სასმელი პროდუქციის გამოფენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის გარდა, სააგენტო აქტიურად მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტისა და ქართული კომპანიებისთვის ბაზრების დივერსიფიცირებისთვის.

„ნიუ იორკის Summer Fancy Food Show 2023-ზე საქართველო პირველად წარსდგა ასეთი მასშტაბით. ჩვენ 20-მდე ქართულ კომპანიას მივეცით გამოფენაში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც ნიშნავს, რომ მათ ქართული პროდუქცია გამოფენის ათასობით ვიზიტორს გააცნეს, დაამყარეს კონტაქტები და მომავალში აქვთ შანსი, თავიანთი პროდუქტი ამერიკის სხვადასხვა ქალაქის დახლებზე გამოფინონ. საქართველო ისტორიულად საკვებ-სასმელი პროდუქტების ხარისხიანი მწარმოებელი ქვეყანაა, დღეს კი ყველა თანამედროვე სტანდარტი და სერტიფიცირებაა დანერგილი, რის შედეგადაც ქართულ პროდუქტს უკვე თამამად შეუძლია დაიმკვიდროს ადგილი პრემიუმ ხარისხის პროდუქტს შორის როგორც ამერიკულ, ისე მსოფლიოს სხვა მსხვილ ბაზრებზე“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობის პარალელურად, ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო შემსყიდველებთან ჯამურად 200-მდე B2B შეხვედრა გამართეს.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები