ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს კომპანია Concentrix Georgia-ს ხელმძღვანელობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ.
საქმე ის არის, რომ კომპანიაში საგამოძიებო სამსახური შევიდა. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
„რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, კომპანიის ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს „აწარმოე საქართველოს“ და კომპანიის ხელმძღვანელობა სრულად გაგებით ეკიდება საგამოძიებო მოქმედებებს. პირიქით, შეიძლება ეს მათთვისაც იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო. ეს არის საერთაშორისო მასშტაბის მქონე კომპანია და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია რეპუტაციის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რას საქმიანობს ამერიკული კომპანია Concentrix Georgia, სადაც დღეს საგამოძიებო სამსახური შევიდა.