მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ათწლეულების შემდეგ, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეაში პირველი სამოქალაქო ფრენა შეასრულა

ჩრდილოეთ კორეა
BM. GE
28.07.25 15:34
928

27 ივლისს, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით პირველი პირდაპირი სამოქალაქო რეისი განახორციელა. Nordwind-ის ავიახაზების საკუთრებაში არსებულმა Boeing 777-მა 8-საათიანი ფრენის შემდეგ 440 მგზავრი ფხენიანში ჩაიყვანა. ერთი ბილეთის ღირებულება, დაახლოებით, 45,000 რუბლი, ანუ $570 დოლარი იყო.

საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ ორ ქვეყანას შორის ფრენები თვეში ერთხელ განხორციელდება, თუმცა მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, რეისების ყოველ ორ კვირაში ერთხელაც ჩაინიშნება.

სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობის აღდგენა ორ ქვეყანას შორის დაახლოებული კავშირების ერთადერთი დასტური არ არის. 2025 წლის ივნისში 10,000-კილომეტრიანი რკინიგზის მაგისტრალიც განახლდა. ის ახლა სამგზავრო მატარებლების მსოფლიოში ყველაზე გრძელი მარშრუტია.

ყველა ეს ნაბიჯი 2024 წლის ივნისში, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასთანაა დაკავშირებული. ის როგორც თავდაცვის, ისე ტურიზმის სფეროში მხარეების თანამშრომლობას მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები