მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუცილებელია სახელმწიფოს მიერ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა - საავიაციო სექტორი

5e345312d9119
მარიამ ადამია
31.01.20 23:15
869
ავიაციის სექტორის წარმომადგენლის თამარ თანდაშვილის თქმით, საავიაციო სექტორის განვითარების კუთხით სახელმწიფოს ჩართულობა ინსტიტუციების გაძლიერებაში უნდა მდგომარეობდეს, ამის შესახებ მან გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი ტურიზმი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, მაშინ აუცილებელია სახელმწიფოს მიერ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა ავიაციის მიმართულებითაც.

“აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ დაეხმაროს საავიაციო უნივერსიტეტს მოამზადოს კომპეტენტური კადრები, არა მარტო ტექნიკური პერსონალის, არამდ კომერციული სეგმენტისთვის, რაზეც დიდი მოთხოვნაა ბაზარზე. ანუ განათლების სისტემის მხარდაჭერა სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს”, - აღნიშნა თანდაშვილმა.

მისი თქმით, კერძო კომპანიები თავად მიხვდებიან საკუთარ სტრატეგიას და დასახავენ მას. დახმარება თუ რომელ ბაზრებზე შევიდნენ და რა გააკეთონ.

“ასევე სახელმწიფომ ქვეყნის ცნობადობა უნდა გაზარდოს, იმ მიმართულებით, რომლებსაც აქვს პოტენციალი და შევძლებთ, რომ მოვიზიდოთ ტურისტები და შედეგად განვავითაროთ ბიზნეს-სექტორი”, -განაცხადა თამარ თანდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები