მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუცილებლად მინდა, მივმართო “ოცნების მხარდამჭერებს“... - თინა სტამბოლიშვილი

64088830cdb71
თელარა გელანტია
08.03.23 22:30
1007
GIPA-ს ასოცირებული პროფესორის, მოქალაქე თინა სტამბოლიშვილის აზრით, აგენტების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებთან დაკავშირებით ყველამ საკუთარი პოზიცია ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც მმართველი ძალის მხარდამჭერებსაც მიმართა.

„აუცილებლად მინდა, მივმართო “ქართული ოცნების მხარდამჭერებს - მმართველ პარტიას ბევრი მხარდაჭერი ჰყავს და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს <აგენტების შესახებ კანონის მიღებას> ხელს შეუწყობს მათი ხელისუფლების გამყარებას, ან მართლა სიწყნარეს და მართლა განვითარებას, ეს ხალხი ძალიან ცდება.

წარმოუდგენელია, მსგავსი „სიმშვიდე“ იყოს სტაბილური და ის ყოველთვის არის დენთის კასრი, რომელიც ისე ამოხეთქავს, რომ თან წაიყოლებს ყველაფერს, რაც კი გვიკეთებია.

რა არის გამოსავალი? - უბრალოდ, უნდა განვაცხადოთ ჩვენი აზრი და ვისაც შეგვიძლია, ხმა მივაწვდინოთ ნაცნობ პოლიტიკოსებს, პარლამენტარებს და მთავრობას...“, - განაცხადა თინა სტამბოლიშვილმა.

- რატომღაც მგონია, რომ დღეს, აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში არიან ადამიანები, საჯარო მოხელეები, რომელთაც ასევე არ მოსწონთ აგენტების შესახებ კანონის მიღება... როგორ მოიკრიბონ ძალა და როგორ გაბედონ საჯარო მოხელებმა საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება?

- მსგავსი რეგულაციები და წესები თავისით არ ხორციელდება. თითოეულმა მოხელემ წარმოიდგინოს თავისი თავი რომელიღაც ჩინოვნიკის ადგილას; მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლად, რადგან კანონპროექტში წერია, რომ იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს კონტროლს და მან შეიძლება ეჭვი მიიტანოს რომელიღაც მედია ან არასამთავრობო ორგანიზაციაზე, თუ ის ე.წ. აგენტების რეესტრში არაა დარეგისტრირებული და შევიდეს და შეამოწმოს ის... ყველამ წარმოიდგინოს თავისი თავი ასეთი ადამიანის ადგილას - შედის ორგანიზაციაში და ახორციელებს რეპრესიებს. ეს ხომ მხოლოდ კანონპროექტის ავტორების ხელით არ გაკეთდება?! ეს გაკეთდება ჩვეულებრივი ჩინოვნიკების, საჯარო მოხელეების ხელით; ასე რომ, ამაზე უნდა იფიქრონ. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი - ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფოს ხელი მიუწვდება პირად მონაცემებზე - აბსოლუტურად ყველაფერზე... ამდენად, თუ ვინმეს, თუნდაც „ოცნების“ მხარდამჭერებს ჰგონია, რომ რაღაც მათი აზრით, აპოლიტიკური დაწერეს სოციალურ ქსელში, მაგრამ განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, ესეც არ და ვერ იარსებებს, რადგან რუსეთში ამის გამო იჭერენ და სრული "იდილია" იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები