სომხეთს საქართველოსთვის კონკრეტული დახმარების თხოვნით არ მოუმართავს.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
"გვქონდა ორი ტელეხიდი სომხეთთან, სადაც ერთმანეთს გავუცვალეთ როგორც ეპიდზედმხედველობის, ისე მკურნალობის საკითხები. როგორც მე ვიცი, სომხეთის მხრიდან სხვა კონკრეტულ დახმარებაზე თხოვნა არ ყოფილა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.