მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტორული საქმიანობის 2025 წლის შედეგები - კომპანიების რეიტინგი

BDO KPMG PWC EY აუდიტორები

2025 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 10 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის მთლიანი შემოსავალი აუდიტორული, მომსახურებების გაწევიდან 7%-ით გაიზარდა და მან 72 მილიონი ლარი შეადგინა.

საქართველოში მოქმედმა აუდიტორულმა კომპანიებმა 2025 წლის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს უკვე წარუდგინეს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, აუდიტორული კომპანიების შემოსავლები ფინანსური ანგარიშგებების მომზადებიდან და სხვა აუდიტორული საქმიანობიდან გასულ წელს მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდა.

ანგარიშების თანახმად, აუდიტორული საქმიანობის შემოსავლების მიხედვით, 2025 წელს #1 ადგილზე EY საქართველოა, რომელმაც წლის განმავლობაში 22.3 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მეორე პოზიციას 15.1 მილიონი ლარით PWC საქართველო იკავებს, მესამეზე კი BDO საქართველოა 7.6 მილიონი ლარის შემოსავლით.

# კომპანია შემოსავალი 2025 წელს ₾ ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
1 EY 22,291,006 14%
2 PWC Georgia 15,130,388 -2%
3 BDO Audit 7,627,243 1%
4 KPMG Georgia 7,513,950 -12%
5 Deloitte 4,885,457 19%
6 Nexia Georgia 3,743,658 27%
7 Ecovis Georgia Audit 3,510,609 17%
8 Moore ABC 2,657,839 27%
9 RSM Georgia 2,579,873 25%
10 Grant Thornton 2,093,037 9%
სულ 72,033,060 7%

რეიტინგი saras.gov.ge-ის რეესტრზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეფუძნება. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს აუდიტორული კომპანიების მხოლოდ იმ შემოსავლებს რაც დაკავშირებულია აუდიტორული ანგარიშგებების მომზადებასთან. შესაბამისად მასში არ შედის ისეთი საქმიანობები, რომელსაც განეკუთვნება საკონსულტაციო, იურიდიული, აუთსორს საბუღალტრო და სხვა საქმიანობები, რომლებსაც აუდოტორული კომპანიები ასევე ასრულებენ, თუმცა აღნიშნული საქმიანობები უშუალოდ აუდოტორულ საქმიანობებს არ განეკუთვნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები