მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აუქციონები არაერთგზის არ შედგა" - აჭარის 2025 წლის საპრივატიზებო გეგმა 97%-იანი ჩამორჩენით შესრულდა

პრივატიზაცია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოხსენება გამოაქვეყნა აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშზე, რომლის თანახმადაც გეგმიდან მნიშვნელოვანი ჩამორჩენით გამოირჩევა პრივატიზაციის მისაღები შემოსულობები.

როგორც ირკვევა, 2025 წლის 9 თვის მდგომარეობით, „არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლით მობილიზებულია 4,5 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 2.5%-ს შეადგენს, ხოლო 9 თვის დაზუსტებული გეგმის − 3.6%-ს. შესაბამისად, წლიურ საპრივატიზებო გეგმასთან ჩამორჩენა 97.5%-ია, ხოლო 9 თვის გეგმასთან 96.4%.

„არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლით რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების
მაჩვენებლები 2022-2025 წლებში (ათასი ლარი)

"მთავრობის ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, აღნიშნულია, რომ ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონები, მათ შორის, რიგ ქონებაზე − არაერთგზის, არ შედგა. შედეგად, საანგარიშო პერიოდში ვერ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება.

„არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლის დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე პერიოდულად აღინიშნებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებსა და მოხსენებებში. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს არაფინანსური აქტივების კლების ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული საპროგნოზო მაჩვენებელი არ შესრულდეს.

აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს საპრივატიზებო რესურსების სათანადო შეფასებისა და სისტემური ანალიზის საფუძველზე.

ჩამორჩენა შემოსულობების/გადასახდელების გეგმებთან - როგორა აჭარის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები