მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელია არჩევნებამდე სწორად ვიაროთ - ლევან ყარალაშვილი

ყარალაშვილი

"90-იანი წლების "ბესპრიძელში" დავბრუნდით" - განცხადება „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა BMGTV ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში დათარეშობენ უკანონო დაჯგუფებები, დღევანდელი ხელისუფლება გვაბრუნებს 90-იანებში და ჩვენს შვილებს ართმევს მომავალს. გადაცემის წამყვანის, გიორგი ისაკაძის კითხვაზე, ხომ არ აკლებს მედია ამ პროცესს რაიმეს? ლევან ყარალაშვილი პასუხობს, რომ ბიზნესი აკლებს მედიას და არა პირიქით.

"ჯერ კიდევ გვაქვს რესურსების მობილიზების თავი, ამ რესურსებში ვგულისხმობ, ფინანსებს, ადამიანებს, ნეთვორქინგს. ამ რესურსების წარმართვა იმისკენ, რომ სწორად ვიაროთ არჩევნებამდე არის აუცილებელი", - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

"საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებითვე, აუცილებელია შეიქმნას ფონდი, რომელიც დახმარება თავისუფალ მედიასაშუალებებს და აქციის მონაწილეებს, რომლებზეც რეჟიმმა იძალადა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები