მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელია ბაჩიაშვილის განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება - Amnesty international

გიორგი ბაჩიაშვილი

Amnesty international-ი გიორგი ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აუცილებელია ბაჩიაშვილის განცხადებების დაუყოვნებლივ, დამოუკიდებელი გამოძიება.

გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ივანიშვილის ყოფილი მრჩეველია და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ საკანში. მას წვდომა არ მიეცა ადვოკატებთან, მათ შორის მაშინაც, როცა მკურნალობდა მიღებული დაზიანებების გამო. აუცილებელია მისი განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება დაუყოვნებლივ," - წერია განცხადებაში.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც ფიზიკური თავდასხმის შესახებ წერს. გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

გიორგი ბაჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს

გიორგი ბაჩიაშვილის ცემასთან დაკავშირებით განცხადებას სახალხო დამცველიც ავრცელებს

ბაჩიაშვილს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება - "ვივა მედის" კლინიკური დირექტორი

ბაჩიაშვილი, ინციდენტის მონაწილე თანამესაკნესთან ერთად, დღემდე N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება - პენიტენციური სამსახური

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები