"აუცილებლად ვესტუმრები [ენგურის ხიდს], ყველაფერი მაინტერესებს და ყველაფერი თავის დროზე იქნება", - ასე უპასუხა პრემიერმა შეკითხვას, არის თუ არა ენგურის ხიდზე ნამყოფი და აპირებს თუ არა საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას.
ირაკლი კობახიძეს ზუგდიდში კითხვა ბიძინა ივანიშვილის ბოდიშთან დაკავშირებითაც დაუსვეს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება ურთიერთპატიების გარეშე და ეს გზავნილი ძალაშია.
ძალაშია გზავნილი, [ივანიშვილის ბოდიში] რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა