მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუზები, კორტები, ფიტნესკლუბი, კაფე – იპოდრომთან ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, გამარჯვებული გამოვლინდა

6242b3bc73b97
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.22 11:30
5810
თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე კორტების მოწყობის პროექტზე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, კორტების პროექტი, რომელიც სხვადასხვა სპორტულ-დასასვენებელი სივრცეებისგან შედგება, კარგად ერწყმის არსებულ გარემოს.

„2009 წელს ამ ტერიტორიის გასხვისება კორპუსების ასაშენებლად მოხდა. საუბარია იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წლების წინ კორტები იყო.

ინვესტორ კომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად მოხდა ამ სივრცის ადგილმონაცვლეობა და ეს ადგილი დედაქალაქის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა, რის შემდეგაც გამოვაცხადეთ აუქციონი იმ ვალდებულებით, რომ გამარჯვებული კომპანია ამ ადგილზე კორტებს საცურაო აუზით მოაწყობდა.

გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც კორტების ტერიტორიაზე ამ პროექტს განახორციელებს. მოეწყობა 3 საჩოგბურთო კორტი მათგან 2 - დახურული, 2 - ღია. 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნეს-კლუბი, კაფე, დასასვენებელი სივრცეები. ძალიან ლამაზი პროექტია და არსებულ სივრცეს ძალიან მოუხდება, რადგან იქ არსებული მდგომაროება არ არის დამაკმაყოფილებელი და კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან კარგად ჯდება ეს პროექტი არსებულ ურბანულ გარემოში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები