მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აუზის დამატებას ვგეგმავთ"- ერეკლე კოკაია "ქუთაისი ინნ-ის" გეგმებზე

სასტუმრო

"მიმდინარე წელს, ზამთარში, „ქუთაისი ინნ-ში“ საცურაო აუზის დამატებას ვგეგმავთ" - ამის შესახებ BM.GE-სთან სტუმარმასპინძლობის სექტორსა და დეველოპმენტში მოქმედი კომპანია "ინნ ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აუზით სარგებლობა როგორც სასტუმროს დამსვენებლებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასაც შეეძლება. როგორც კოკაიამ აღნიშნა, პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

„გვინდა და ვფიქრობთ, რომ ზამთარში სასტუმროს საცურაო აუზი დავამატოთ, რომლითაც სარგებლობა როგორც დამსვენებლებს, ასევე ქუთაისის მოსახლეობას შეეძლებათ.

რაც შეეხება დატვირთულობას, წელს, საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა რომ დაბალი სეზონია, ნომრების ყველაზე მინიმალური დაკავებულობა 70-75% იყო, რაც დაბალი სეზონისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. თუმცა იყო თვეები, მაგალითად დეკემბერში, როდესაც დაკავებულობის მაჩვენებელი 90%-საც კი სცდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ სასტუმრო თითქმის ყოველდღე აქტიურადაა დატვირთული. აქ ძირითადი დამსვენებლები უცხოელები არიან, განსაკუთრებით ევროპიდან. აღნიშნული კი პირდაპირმა ფრენებმა განაპირობა, რომელიც სწორედ ქუთაისის აეროპორტში სრულდება ხოლმე", - აცხადებს კოკაია.

მისივე ცნობით, რაც შეეხება ფასების ცვლილებას, ეს სეზონზეა დამოკიდებული, თუმცა "ქუთაისი ინნ-ში" ფასების კორექტირება ამ ეტაპზე არ მომხდარა.

ინფორმაციისთვის, „ქუთაისი ინნ“ 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, რესტორანს, ბარს, საკონფერენციო და სპორტულ დარბაზებს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები