მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავანსების უგარანტიოდ გაცემა, სიტყვიერი შეთანხმებები... - რა დარღვევები გამოვლინდა მგფ-ს მონიტორინგმა?

სოხაძე-წერეთელი

მუნიციპალური განვითარების ფონდში კომპანიებზე პროექტის შესრულებისას დიდი მოცულობით ავანსები უგარანტიოდ გაიცემოდა და სიტყვიერი შეთანხმების პრაქტიკა იყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეუწყებაში არსებულ დარღვევებზე "ოცნების" მთავრობაში მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ პრობლემებმა დღის წესრიგში მინიციპალური განვითარების ფონდის რეორგანიზაცია-რეფორმირების საკითხი დააყენა.

„დიდი მოცულობით ხდებოდა ავანსების გაცემა, ხშირ შემთხვევაში შესრულების მკაფიო გარანტიების გარეშე. მაგალითად ქალაქებისა და კურორტების განვითარების ₾330 მილიონიან პროგრამაში გაცემული იყო ₾174 მილიონის ავანსი. ასევე კომპანიას არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კომპანიის მთლიანი პორტფელი ₾442 მილიონს შეადგენს, აქედან ₾145 მილიონი ავანსის სახით იყო გაცემული. მეორე შემთხვევაში ₾400 მილიონიანი პორტფელის კომპანიაზე ₾154 მილიონის ავანსი იყო გაცემული. პროექტის მენეჯერებს შორის სამუშაოს არათანაბარი განაწილება და მართვის პროცესებში არათანაბარი პასუხისმგებლობა, კონტრაქტორისთვის სამუშაოს აღებისას კონკრეტული ვადის არდადგენა, რაც ხშირად იწვევდა ნებართვის პროცესის გაჭიანურებას და შედეგად სამუშაოების დაწყების დაგვიანებას. კონტრაქტით განსაზღვრული იყო, რომ მშენებლობის ვადა აითლებოდა ნებართვის აღების შემდეგ, თუმცა ხელშეკრულების დადგენილი არ იყო კონკრეტულად რა ვადაში უნდა მოეხერხებინა კონტრაქტორს მშენებლობის ნებართვის აღება, რაც პროექტების გადავადებას იწვევდა. სიტყვიერი შეთანხმების პრაქტიკა იყო, რაც მიუღებელია და მთლიანობაში ფონდის საქმიანობის სტრუქტურული რეორგანიზაციის და რეფორმის აუცილებლობა, რაც თვალნათლივ ჩანს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები