მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავეჯის ინდუსტრიის ფინანსური მაჩვენებლები - AGIC-ის კვლევა

5ea064307a8d4
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.20 09:45
2088
ავეჯის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების ჯამურმა ბრუნვამ 2018 წელს 110 მლნ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია AGIC-ის მიერ 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულ ავეჯის ინდუსტრიის კვლევაშია ნათქვამი.

AGIC-ს კვლევის მიხედვით, ავეჯის ინდუსტრიაში 22 ლიდერი კომპანიაა.

გამოკვლეული კომპანიების 41% წარმოადგენს მწარმოებელ, ხოლო 59% კი ავეჯით მოვაჭრე კომპანიებს. 2018 წელს ბაზრის ლიდერი კომპანიების რაოდენობა 22-ს შეადგენდა.

2018 წელს ავეჯის ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების ჯამური ბრუნვა 110 მლნ ლარს, აქტივების ჯამი 95 მლნ ლარს, ხოლო ჯამური მოგება დაბეგვრამდე 3 მლნ ლარს შეადგენდა. ამასთან, კვლევამ ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები გამოავლინა შემოსავლების, აქტივებისა და მოგების მიხედვით.

მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ქართული ავეჯის მწარმოებელი კომპანიებისთვის მოგებამ კაპიტალზე საშუალოდ 9%, მოგებამ აქტივებზე კი 14% შეადგინა. ავეჯის რეალიზატორი მაღაზიებისთვის კი ეს მაჩვენებელი იყო 8% და 45%, რაც ამ უკანასკნელთა აქტივების რაოდენობის სიმცირითაა გამოწვეული.

2018 წელს ზარალით ამ სექტორში მოღვაწე 4-მა კომპანიამ დაასრულა, რაც საკონსულტაციო კომპანიის აღნიშვნით, ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე მიუთითებს.

როგორც AGIC ავეჯის ინდუსტრიის კვლევის შედეგებშია აღნიშნული, საქართველოში ავეჯის ბაზარი ეტაპობრივად იზრდება და ვითარდება, რადგანაც ქვეყანას აქვს პოტენციალი შექმნას და აწარმოოს მაღალი ხარისხის ავეჯი, რომელიც შეესაბამება ქვეყანაში დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, აქედან გამომდინარე იქზრდება ავეჯის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობა და შესაბამისად მატულობს წარმოების მოცულობაც.

ანგარიშგების პორტალის მონაცემების თანახმად 2018 წელს ბაზარზე ავეჯის მწარმოებელი 9 კომაპანია ოპერირებდა, ხოლო დანარჩენი 13 კომპანია წარმოადგენს ავეჯით მოვაჭრეებს.

აღნიშნული ინდუსტრიის შემოსავლის ძირითადი ნაწილი უკავიათ ავეჯით მოვაჭრე კომპანიებს საერთო შემოსავლით 65.1 მლნ ლარი (59%), რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ცალსახად მიუთითებს ადგილობრივი წარმოების მოცულობის სიმცირეზე. ანალოგიური მდგომარეობაა ავეჯის ინდუსტრიაში აქტივების მოცულობასტან, სადაც იმპორტირებული ავეჯით მოვაჭრე კომპანიების საერთო აქტივების მოცულობა 47.6 მლნ ლარს შეადგენს (50%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები