მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ავიაინდუსტრიაში მოთხოვნა იმაზე ადრე აღდგება, ვიდრე IATA-ს პროგნოზშია" - იაკო ხომერიკი

5ecbf0d49b605
ნინი ლონგურაშვილი
26.05.20 10:15
1362
"ვფიქრობთ, ავიაცია უფრო ადრე გამოვა კრიზისიდან, ვიდრე IATA-ს პროგნოზშია“, - ამის შესახებ APG-საქართველოს დამფუძნებელმა და APG-ის ევროპის ბორდის წევრმა იაკო ხომერიკმა “საქმიანი დილაში“ გიორგი მოლოდინაშვილის რუბრიკაში განაცხადა.
იაკო ხომერიკი პოზიტიური მოლოდინებს სახელმწიფოების მიერ ავიაციის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯებითაც ხსნის.

„IATA-ს თავდაპირველი პროგნოზით, ავიაციის სექტორი პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე 2021 წელს დაბრუნდებოდა, მაგრამ რადგან კრიზისი უფრო ღრმა ფაზაში შევიდა, მოგვიანებით გამოქვეყნებულ ანგარიშში, კრიზისიდან გამოსვლის თარიღად 2023 წელი დასახელდა, თუმცა, ვფიქრობთ უფრო ადრე მოხდება ეს, პირველ რიგში, იმიტომ რომ ტექნოლოგიურად სულ სხვა ერაში ვცხოვრობთ, ვიდრე სხვა გლობალური ფინანსური კრიზისების დროს იყო. ასევე, სახელმწიფოების მხრიდან არის საკმაოდ მაღალი ჩართულობა და დროული ნაბიჯები იდგმება, რათა ინდუსტრია გადარჩეს და ავიაკომპანიები არ გაკოტრდეს. ასე რომ, დღევანდელ რეალობაში უფრო მეტ ჩართულობას და აქტიურობას ვხედავთ სახელმწიფოების მხრიდან, ვიდრე ეს სხვა კრიზისების დროს ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, იმაზე ადრე აღდგება მოთხოვნა, ვიდრე ანგარიშშია წარმოდგენილი“, - აღნიშნა იაკო ხომერიკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები