მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკატასტროფის გამო, რუსეთი აზერბაიჯანს კომპენსაციას გადაუხდის

აზერ

აზერბაიჯანისა და რუსეთის საგარეო უწყებებმა 2024 წლის 25 დეკემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგების მოგვარების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რაც კომპენსაციების გაცემის საკითხსაც მოიცავს.

Radio Liberty-ს ინფორმაციით, მხარეებმა ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე კონფიდენციალურია. ოფიციალური უწყებების განმარტებით, დოკუმენტი მომხდარი ტრაგედიის შედეგების სრულ დარეგულირებას ისახავს მიზნად.

ავიაკომპანია AZAL-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, რუსეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას დაზიანდა. ხომალდმა კასპიის ზღვის გადაკვეთა და ყაზახეთის ქალაქ აქთაუმდე მიღწევა შეძლო, თუმცა დაშვებისას კატასტროფა განიცადა, რასაც 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 29 მგზავრი კი გადარჩა.

Reuters-ის ცნობით, ინციდენტის მიზეზი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემიდან ნასროლი რაკეტა გახდა, რასაც წინ უძღოდა ეკიპაჟისთვის რუსეთის აეროპორტებში საავარიო დაშვებაზე უარი და სანავიგაციო სისტემების ხარვეზები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები