მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია KLM– ის თანამშრომლები გაიფიცებიან

5d808355c87b5
მიხეილ ხაჩიძე
17.09.19 19:50
1026

ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM– ის თანამშრომლებმა ოთხშაბათს გაფიცვა დაანონსეს.  კომპანიაში დასაქმებულები ხვალ დღის 13:00 -დან 4 საათის განმავლობაში პროტესტის ნიშნად აღარ იმუშავებენ. შესაბამისად შეფერხებით შესრულდება ამ პერიოდისთვის დაგეგმილი ფრენები ამსტერდამიდან.

ჰოლანდიის პროფკავშირის ინფორმაციით, ეს უკვე მესამე გაფიცვაა KLM– ში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში. პროფკავშირები კომპანიაში დასაქმებულები 15,000 თანამშრომლისთვის ხელფასების ზრდასა და უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვენ.

KLM გამოცხადებულ გაფიცვას არასაჭიროს უწოდებს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, მენეჯმენტმა ახალი შეთავაზება უკვე წარადგინა, რომლზეც მოლაპარაკება შესაძლებელია.


კონკრეტულად რამდენი ფრენა დაზარალდება გაფიცვის შედეგად ჯერ-ჯერობით უცნობია.