მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანიების საწვავის ხარჯები მაისში 85%-ით გაიზარდა

საავიაციო საწვავი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, რამაც ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია, ამერიკული ავიაკომპანიების საწვავის ხარჯები მაისში 85%-ით გაიზარდა და თითქმის $6.7 მილიარდი შეადგინა. ტრანსპორტის დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიებმა საწვავზე $3.62 მილიარდი დახარჯეს, ამჯერად მაჩვენებელმა $6.66 მილიარდი შეადგინა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საწვავის გაძვირების საპასუხოდ ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ბარგის გადაზიდვის ტარიფები და ავიაბილეთების ფასები გაზარდეს, პარალელურად კი ფრენების განრიგი შეამცირეს, თუმცა ამ ნაბიჯებმა გაზრდილი ხარჯების მხოლოდ ნაწილობრივი კომპენსირება უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში საავიაციო საწვავის ფასი მკვეთრად დაეცა და აპრილის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 40%-ით შემცირდა, თუმცა ჰორმუზის სრუტესთან გემებზე თავდასხმების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზღვაო გადაზიდვების შეფერხების შიში კვლავ გააჩინა, რის გამოც ნავთობის ფასი დღეს 5%-ზე მეტით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები