უმსხვილესმა ამერიკულმა ავიაკომპანია United Airlines-მა ირანში მიმდინარე ომით გამოწვეული ნავთობპროდუქტების გაძვირების ფონზე, 2026 წლის ფინანსური მოლოდინები მკვეთრად შეამცირა.
განახლებული პროგნოზით,ა კომპანია წელს ერთ აქციაზე $7-დან $11-მდე მოგებას ელის, რაც იანვრის მონაცემთან შედარებით მნიშვნელოვანი, თითქმის 40%-იანი კლებაა. კომპანიის განცხადებით, საავიაციო საწვავის ფასი თითქმის გაორმაგებულია, რაც კომპანიის მოგების მარჟას მნიშვნელოვნად ამცირებს.
გაუარესებული მოლოდინების მიუხედავად, პირველი კვარტლის მონაცემებით, United Airlines-ის შემოსავალმა $14.61 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. კომპანიის წმინდა მოგება 80%-ით გაიზარდა და $699 მილიონს მიაღწია, ხოლო ერთ აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ $1.19 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს აღემატება.
ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სკოტ კირბის განცხადებით, შემოსავლების ზრდა შიდა ფრენებზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ბილეთების ფასების კორექტირებამ განაპირობა, რაც კომპანიას საწვავის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირებაში ეხმარება.




























