მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად“ - საქართველოს რკინიგზა საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო

615d51984df6a
BM.GE
06.10.21 13:30
541
საქართველოს რკინიგზა გაეროს განვითარების პროგრამისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კამპანიაში ჩაერთო.

,,ავიცრათ სიცოცხლის გადასარჩენად’’ - ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოხალისე ახალგაზრდებმა ვაქცინებისა და ვაქცინაციის შესახებ პოსტერები ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ქუთაისისა და ოზურგეთის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მატარებლებში გააკრეს, საინფორმაციო ბუკლეტები კი მგზავრებს დაურიგეს.

საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა კაჭარავა კი დაინტერესებულ მგზავრებს ვაქცინაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აცნობდა.

კამპანიის ორგანიზატორები გაერო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არიან.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები