მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ავსტრალია მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს

ნათია თაქთაქიშვილი

29.05.20 22:40 4867 ნახვა

ავსტრალიის მთავრობა ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე დისტანციურად მუშაობდნენ, მოუწოდებს რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება სახლებიდან განაგრძონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ავსტრალიის მთავრობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განტვირთვის მიზნით მიიღეს.

BBC-ის მიხედვით, მას შემდეგ რაც ავსტრალიაში საგანგებო მდგომარეობა ნაწილობრივ მოიხსნა და რესტორნები, ასევე სხვა ობიექტები გაიხსნა, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა 23%-ით გაიზარდა.

29 მაისის მონაცემებით, ავსტრალიაში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 7,173 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 103 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 6,582 ინფიცირებული.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები