მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოცდას იწყებს

6400829e1d09e
გიორგი თოლორდავა
02.03.23 17:15
1048
ავსტრალიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის, ე.წ. CBDC-ის გამოცდას იწყებს. საპილოტე პროგრამა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მსხვილი ავსტრალიური ბანკები იქნებიან ჩართულნი.

სატესტო რეჟიმში მუშაობის პერიოდში პროექტის ხელმძღვანელები გამოვლენილ ხარვეზებს და შეფერხებებს დააკვირდებიან, რათა CBDC-ის პრობლემები უმოკლეს ვადებში იქნეს მოგვარებული და ციფრული ავსტრალიური დოლარი რაც შეიძლება მალე გახდეს საზოგადოების ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი.

ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი მუშაობს ციფრული ვალუტის შექმნაზე, იქნება ეს: აშშ-ის ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი თუ ინგლისის ბანკი, მათ შორის, ციფრული ლარის შექმნაზე საქართველოს ეროვნული ბანკიც მუშაობს.

კრიპტო და ციფრულ ვალუტებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა, პირველი, რა თქმა უნდა, მათ ფუნდამენტურ თვისებას უკავშირდება, კრიპტოაქტივების უმეტესობა დეცენტრალიზებულია, CBDC კი პირიქით - სრულად ცენტრალიზებულია და უშუალოდ ექვემდებარება ქვეყნის ცენტრალური ბანკის კონტროლს.

გარდა ამისა, ციფრული ვალუტის ფასი ზუსტად იმეორებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, კრიპტოაქტივები კი საერთაშორისო ბირჟაზე თავისუფლად ივაჭრება, მათ უმეტესობას კი გარკვეული ფუნქციური დანიშნულებაც აქვს, მაგალითად: ეთერიუმზე, კარდანოსა და სოლანაზე ცალკეული ეკოსისტემების, NFT-ებისა და აპლიკაციების დაშენებაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები