ავსტრალიის უდიდეს საფონდო ბირჟაზე, ASX-ზე ბიტკოინის სავაჭრო ფონდების, ანუ ETF-ების დალისტვა იგეგმება.
ავსტრალიური ბირჟა თითქმის 3 ტრილიონი დოლარის მოცულობის ფასიან ქაღალდებს აერთიანებს და დასავლურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია.
ოფიციალური უწყების განმარტებით, ინვესტორებს ექნებათ იმის საშუალება, რომ სასურველი კრიპტოაქტივები პირდაპირ საფონდო ბირჟიდან შეიძინონ, რაც მათ უსაფრთხოებას და ფულის გათეთრების რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.
ავსტრალიაში ბიტკოინის ETF-ების დამტკიცება პირდაპირ კავშირშია გლობალური ინვესტორების მხრიდან კრიპტოაქტივების მიმართ ინტერესის ზრდასთან და უოლ-სტრიტზე ამ აქტივების გამოჩენასთან.