ავსტრალიის პარლამენტმა კრიპტაქტივების სექტორის რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ციფრული აქტივების პლატფორმებსა და კასტოდიანურ სერვისებს ფინანსური მომსახურების ლიცენზიის მიღება მოუწევთ.
კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, აღნიშნული რეგულაცია ბაზარზე მომხმარებელთა დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვასა და ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
კანონპროექტის თანახმად, კრიპტობირჟებმა და ციფრულმა პლატფორმებმა ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობა ექვსი თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყონ. ამასთან, საკანონმდებლო ჩარჩო ციფრული ტოკენების მფლობელების უფლებებსა და აქტივების უსაფრთხო შენახვის წესებს მკაცრად განსაზღვრავს.
კომპანიებს, რომლებიც დადგენილ ვადებში ლიცენზირების პროცესს ვერ დაასრულებენ, საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა შეეზღუდებათ.




























