მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრალიის ეკონომიკა 2.3%-ით გაიზარდა

648068eadee54
გიორგი თოლორდავა
07.06.23 15:35
918
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ავსტრალიის ეკონომიკა 2.3%-ით გაიზარდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

წინა კვარტალთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0.2%-ითაა გაზრდილი, რაც ბოლო ორი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ავსტრალიის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება პირდაპირ კავშირშია ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან და მკვეთრად გაძვირებულ ენერგორესურსებთან, რასაც, თავის მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომი განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები