ავსტრალიის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟა Binance-ს დერივატივებით ვაჭრობის ლიცენზია შეუჩერა.
Binance-ის ავსტრალიურ ოფისს დაევალა მომხმარებლების ანგარიშების დაუყოვნებლივი დახურვა და კრიპტოდერივატივებით ტრეიდინგის შეწყვეტა.
მარეგულირებლის განმარტებით, კრიპტობირჟის საქმიანობა სცდებოდა სალიცენზიო პირობებით განსაზღვრულ ჩარჩოებს, ამიტომაც აუცილებელი გახდა Binance-ისთვის დერივატივებით ვაჭრობის უფლების შეზღუდვა, რათა მომხმარებლები მაღალი ფინანსური რისკის წინაშე არ ყოფილიყვნენ.
Binance-ს ავსტრალიის მასშტაბით მილიონზე მეტი მოქალაქე აქტიურად იყენებს. კრიპტობირჟის წარმომადგენლობის განმარტებით, კომპანია სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო რეგულაციებთან და ემორჩილება ეროვნულ კანონმდებლობას. ავსტრალიაში ტრეიდინგ სერვისის მიწოდება კი იქამდე შეწყდება, სანამ მარეგულირებელი გადაწყვეტილებას არ გადახედავს ან ახალ ლიცენზიას არ გასცემს.