ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის სკოტ მორისონის განცხადებით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სამშობლოში დამბრუნებელთა კვოტა გაზარდოს 290-ით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ავსტრალიამ ქვეყანაში დამბრუნებელთათვის მკაცრი წესები და აკრძალვები კორონავირუსის გავრცელების შემდეგ დააწესა. კერძოდ, ივლისში დაწესებული კვოტის მიხედვით, სამშობლოში დაბრუნება კვირაში მხოლოდ 4 000 პირს შეეძლო.
მორისონის განცხადებით, დაახლოებით 26,000 ავსტრალიელი ცდილობს სამშობლოში დაბრუნებას, ამიტომაც მომავალი თვიდან არსებული კვოტა მცირედით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ავსტრალიელებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ სახელმწიფო დაწესებულებებში და ისინი საკარანტინე ხარჯებს თავად დაფარავენ. არსებული ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეში ყოფნა სამშობლოში დაბრუნებულ ყველა ავსტრალიელს 2 100 აშშ დოლარი დაუჯდება.