მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგი - TOP 10

ვენა, ავსტრია

Economist-ი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქად ავსტრიის დედაქალაქ ვენას ასახელებს. გამოცემა მსოფლიოს ქალაქებს ყოველწლიურად ცხოვრების ხარისხის ინდექსს ანიჭებს. ბოლო წლებში რეიტინგში შემავალი ქალაქები საკუთარ პოზიციებს ურყევად ინარჩუნებენ, თუმცა საინტერესოა, რის მიხედვით ენიჭებათ მათ ინდექსი?

უმაღლესი ქულა - 100 - ქალაქებს რამდენიმე ფაქტორის, მათ შორის ჯანდაცვის ხარისხის, განათლების დონის, კულტურული სცენის, ინფრასტრუქტურისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ენიჭებათ. 

კვლევის ფარგლებში შესწავლილ რამდენიმე ქალაქში კი ინდექსი მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციები მოიხსნა და ქვეყნები პრე-პანდემიურ ნორმას დაუბრუნდნენ.

TOP 10 საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი მსოფლიოს მასშტაბით:

  • ვენა, ავსტრია
  • კოპენჰანგენი, დანია
  • მელბურნი, ავსტრალია
  • სიდნეი, ავსტრალია
  • ვანკუვერი, კანადა
  • ციურიხი, შვეიცარია
  • კალგარი, კანადა
  • ჟენევა, შვეიცარია
  • ტორონტო, კანადა
  • ოსაკა, იაპონია
  • ოკლენდი, ახალი ზელანდია

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიევი პირველად შეაფასეს ინდექსით, თუმცა დაბალი ქულით. საჰაერო თავდასხმის გამო კიევის ინფრასტრუქტურა და სტაბილურობა დაბალი ქულით შეფასდა და ქალაქმა 173-დან 165-ე ადგილი დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები