ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკმა სამშაბათს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ზედიზედ მეორედ 4.1%-იან ნიშნულამდე გაზარდა, რაც 2025 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები 25 საბაზისო პუნქტით ზრდას მოელოდნენ, რადგან მიმდინარე ომის ფონზე ქვეყანაში ინფლაციის არსებული მაღალი დონე კიდევ უფრო გაიზარდა ბანკის მიერ დადგენილ 3%-იან ზედა ზღვარს გადააჭარბა. მარეგულირებლის განცხადებით, ირანის ომმა ახლო აღმოსავლეთში ისეთი დამატებითი რისკები შექმნა, რამაც ბანკს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა აიძულა.
ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად 2022 წლის პიკის შემდეგ ინფლაციის მნიშვნელოვანი კლებისა, 2025 წლის მეორე ნახევარში ფასების ზრდა კვლავ დაჩქარდა. ეს მოცემულობა კი კიდევ უფრო დაამძიმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა. შესაბამისად, ცენტრალურ ბანკს მსგავსი მანევრის განხორციელება მოუწია.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება განაკვეთის ზრდის შესახებ ხმების მცირე უმრავლესობით იქნა მიღებული.




























