ქვეყნის პრემიერმინისტრის, სკოტ მორისონის გადაწყვეტილებით, ტყის ხანძრების ჩაქრობაში 3000 სამხედრო ჩაერთვება. არსებულ მდგომარეობას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 იანვარს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს.