კერძო კაპიტალის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, ამერიკული Blackstone-ი დატაცენტრების პორტფელს აფართოებს, რისთვისაც ავსტრალიურ AirTrunk-ს $16.1 მილიარდად ყიდულობს.
ნიუ-იორკში ბაზირებული კომპანია გარიგებაში კანადის საინვესტიციო ფონდთან ერთად შედის, მაგრამ ტრანზაქციის დასახურად კომპანიებმა ავსტრალიური მარეგულირებლისგან მწვანე შუქი უნდა მიიღონ.
საინტერესოა, რომ ეს Blackstone-ის უდიდესი ინვესტიციაა, რომელიც კომპანიას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში აქვს განხორციელებული. მანამდე ამ სიმბოლურ ტიტულს Blackstone-ის მიერ სამორინეების ოპერატორი ავსტრალიური კომპანიის, Crown Resorts-ის $6.3 მილიარდად შესყიდვა იყო.
ავსტრალიური AirTrunk-ი ციფრული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უდიდესი ოპერატორია მსოფლიოში, რომელიც დატაცენტრებს ავსტრალიაში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, იაპონიასა და მალაიზიაში ფლობს.